Friday, December 10, 2010

გაკვეთილის   გეგმა
გაკვეთილის თემა
წილადების გაყოფა. რიცხვის პოვნა მისი წილადის მიხედვით.
სწავლების საფეხური
მე-6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე. კლასში არ არის სსმ მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალო
ბა
გაკვეთილი მნიშვნელოვანია რადგან ის დაეხმარება მოსწავლეს მრავალი პრაქტიკული ამოცანის გადასაჭრელად,რომელიც მოითხოვს წილადზე გაყოფის ცოდნას,რიცხვის პოვნას მისი ნაწილის მიხედვით.დაეხმარება ადრე შესწავლილი მასალის გააქტიურებაში,კერძოდ-მოცემული რიცხვის შებრუნებული რიცხვის პოვნა,რიცხვის წილადის პოვნა,წილადებისა და შერეული რიცხვების გამრავლება.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
განუმტკიცდეთ მოსწავლეებს წილადებზე მოქმედებათა შესრულების უნარი,ხელი შევუწყო საკუთარი თავის წარმოჩენის,აზრის თავისუფლად გამოთქმის,ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარის ჩამოყალიბებას.გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ  ისეთი პრაქტიკული ამოცანების ამოხსნას,რომლებიც მოითხოვენ წილადზე გაყოფას და რიცხვის პოვნას მისი წილადის მიხედვით .
წინარე ცოდნა
მოსწავლემ იცის მოქმედებები წილადებზე,რიცხვის წილადის პოვ-
ნა,ურთიერთშებრუნებული რიცხვების ცნება,მოსწავლემ იცის პროგრამა PowerPoint-ში სლაიდების შექმნა და მათი პრეზენტაცია.შეუძლია წილადებზე მოქმედებათა მოდელების შექმნა და ამოცანების ამოხსნა ამ მოდელების გამოყენებით.
შეფასების საგანი და პროცედურები
გაკვეთილის თეორიულ ნაწილზე შექმნილი სლაიდების პრეზენტაცია.ინდივიდუალურად და ჯგუფურად შესრულებული სამუშაოების შეფასება.(შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები თან ერთვის)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელოები-მათემატიკა-6
გოგიშვილი,ვეფხვაძე,მებონია,ქურჩიშვილი.დამხმარე-ნურკი და ტელგმაა-მათემათიკა-6.მარკერები,ქაღალდები,დანომრილი ბარათები,ე.წ.დახმარების ყუთები შესაბამისი ბარათებით,კომპიუტერი,პროექტორი,ქეჩის ბურთი,
გაკვეთილის მსვლელობა.საკლასო მენეჯმენტი
A.(4 წუთი)  მისალმება,სწრებადობის აღრიცხვა.გუნება- განწყობაზე გასაუბრება პარალელურად თვალსაჩინო ადგილზე ვკიდებ ფორმატზე წინასწარ ჩამოწერილ გაკვეთილისთვის დაგეგმილ  აქტივობებს ორიგინალური ფორმით:
  თემა:წილადების გაყოფა.
ქვეთემა:რიცხვის პოვნა მისი წილადის მიხედვით
1.მისალმება.
2.,,სლაიდ შოუს“ პრეზენტაცია(დავალების შემოწმება)
(ან გეგმა-ბ)
3.გონება გავივარჯიშოთ!
4.წესები!წესები!წესები!
5.ხომ არ წავითამაშოთ?
6.ა)დავჯგუფდეთ,ვითანამშრომლოთ.
ბ)წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი.
7.შევაფასოთ გაკვეთილი.
8.სახლშიც ხომ არ წაგვევარჯიშა?
წარმატებები ვუსურვოთ ერთმანეთს.
.კლასს ვუსვამ კითხვას-რა ემოციებს იწვევს თქვენში სიტყვა ,,გაყოფა“?რა განწყობას გიქმნით?/პასუხები/ რის
  გაყოფა-განაწილება შეიძლება?
პასუხების მოსმენის შემდეგ ვამბობ-,,...რაც  არ უნდა ბევრს დაურიგო,ბევრს გაუნაწილო,შენ არა მოგაკლდება რა, თუ არ მოგემატება.“რის განაწილებზეა ლაპარაკი?რა თქმა უნდა ბავშვები უპასუხებენ სწორად. თუ ეს ასეა, მაშინ თავისი ცოდნა ,,გაგვინაწილოს" N-მა.და ვიძახებ მოსწავლეს,რომელსაც ვთხოვ დავალებად მიცემულ თეორიულ მასალაზე შექმნილ  სლაიდ-შოუს პრეზენტაციას./შესაბამისი შეფასების რუბრიკა თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული/
B. მოსწავლე ახდენს პროგრამა PowerPoint-ში  თავისი ნაშრომის პრეზენტაციას, პასუხობს კითხვებს,(4 წუთი)
ვიძახებ მოსწავლეებს დაფასთან და რიგ-რიგობით  ვახსნევინებ#17,#18,#20 ამოცანებს-მათემატიკა-6 -გოგიშვილი,ვეფხვაძე მებონია ქურჩიშვილი და #435-437 .მათემატიკა-6-ნურკი და ტელგმაა.(10წუთი)
კითხვები კლასს თემებზე: წილადების შეკრება,გამოკლება,გამრავლება გაყოფა,ურთიერთშებრუნებული რიცხვები.(2 წუთი)
წუთშესვენება-აქტივობაში ვრთავ ბურთს. ბავშვი,რომელსაც ვესვრი ბურთს, მისახელებს  ჩემს მიერ დასახელებული წილადის შებრუნებულს.(1წუთი)
ამის შემდეგ კლასს ვაძლევ ინსტრუქციას როგორ მოეწყონ ჯგუფებად
და ვიწყებთ ჯგუფურ მუშაობას.მე ვითვლი 5–მდე და ამპროცესში
გაკვეთილის მსვლელობა, საკლასო მენეჯმენტი
იქმნება 6 ჯგუფი.,,მოლოდინის ხე“-ზე მიბმული დავალებებიდან თითოეული ჯგუფის ლიდერი ირჩევს ამოცანას იმ ნომრის მიხედვით,რომელიც მათ შეხვდებათ მაგიდაზე განლაგებული ბარათის აღების შემდეგ.ერთ-ერთი დავალება არ მოითხოვს ნახაზის შესრულებას,ამიტომ მათ ნამუშევარს ამოწმებს მასწავლებელი,ხოლო ამ ჯგუფის წევრები აფასებს დანარჩენი ჯგუფის ნამუშევრებს.ჯგუფებს ვაძლევ ინსტრუქციას,მოვაგონებ ე.წ.დახმარების ყუთის გამოყენების წესს,ვურიგებ საჭირო რესურსებს  და იწყებენ მუშაობას.მუშაობის პროცესში მივდივარ თითოეულ ჯგუფთან,ვჯდები მათ გვერდით ჩემთვის/ან მეთვალყურისთვის განკუთვნილ სკამზე(რათა ზემოდან არ დავცქეროდე და ერთგვარი უხერხულობა არ შეექმნათ)და თანმიმდევრულად ვაკვირდები მუშაობის პროცესს-ჩართულობას,თანამშრომლობას,დავალების შესასრულებლად არჩეულ სტრატეგიას და ა.შ.საჭიროების შემთხვევაში, ვაძლევ დამატებით ინსტრუქციებს.
ამოცანები ჯგუფური მუშაობისათვის.
1.შეასრულეთ მოქმედებანი :
ა)31/5:2/5, ბ)2 1/2: 3/7  გ)42/3:11/6   დ)53/5:21/3.
გააკეთეთ დასკვნა-რა მოუვა რიცხვს(გაიზრდება თუ შემცირდება),თუ მას გავყოფთ ა)ერთზე ნაკლებ რიცხვზე?ბ)ერთზე მეტ რიცხვზე?
2.შენობის კაპიტალური შეკეთებისათვის გამოიყო 260 ათასი ლარი,თვის პირველ დეკადაში დაიხარჯა ამ თანხის 3/13 ნაწილი,ხოლო მეორეში-  1,5-ჯერ ნაკლები.რა თანხა დარჩა ასათვისებელი? შეასრულეთ შესაბამისი ესკიზი.
3.ყვავილნარის  1/5 ნაწილი ვარდებს უჭირავს,მათზე 3/2-ჯერ ნაკლები ვარდებს,ხოლო დანარჩენი მიხაკებს.რა ნაწილი უჭირავს მიხაკებს?შეასრულეთ შესაბამისი ნახატი.(2 ჯგუფს)
4)პურის გამოსაცხობად დახარჯული ფქვილის მასა გამომცხვარი პურის მასის3/4 ნაწილია,რამდენი კგ.პური შეიძლება გამოცხვეს6 3/5 კგ ფქვილით?შეასრულეთ შესაბამისი ნახატი. შეგიძლიათ დახატოთ რამდენიმე პროდუქტი, რაც საჭიროა პურის გამოსაცხობად.(ორ ჯგუფს)
თითოეული ჯგუფი ნამუშევრებს აკრავს კედელზე და ახდენენ პრეზენტაციას.ვაფასებთ ნამუშევრებს შეფასების რუბრიკის  გამოყენებით.
c.(4წუთი) ვაჯამებთ  გაკვეთილს მოსწავლეთა დახმარებით,კიდევ ერთხელ მოვიგონებთ რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.ვურიგებ თვითშეფასების ბარათებს ,რომლებზეც ქულებით უნდა შეაფასონ თავისი თავი.
ვაფასებ მოსწავლეებს და ვაძლევ დავალებას.
პარაგრაფი3.7. სავარჯიშო#19,გვ.96.#3,6,7.გვ.97.ძირითადი სახელმძღვანელოდან და#439-440.დამხმარე.გასამეორებელი მასალა მომავალი გაკვეთილის მოსამზადებლად-ათწილადები და მათზე მოქმედებანი.
ვემშვიდობები ბავშვებს და ვუსურვებ წარმატებებს.
                                                                   მასწავლებელი ნანი აფხაძე.
2010 წ